რეკლამა
Primesport.ge
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • მსოფლიო ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
  • სხვა
    • ოლიმპიზმი
    • UFC
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • მსოფლიო ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
  • სხვა
    • ოლიმპიზმი
    • UFC
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

ამ ბინძურმა სვლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო! – წიქარას წარმომადგენელი ტყემალაძეს მიმართავს

17:32 2021/02/26
0 0
0
515
SHARES
2.9k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

სარაგბო კლუბ „წიქარას“ წარმომადგენელი, ნიკოლოზ წიქარიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მიმართავს.

ღია წერილში, ნიკოლოზ წიქარიძე ტყემალაძეს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს, რომელიც კლუბის პრეზიდენტის, თენგიზ გოცირიძის მხრიდან ნოდარ ლიპარტელიანისთვის მინდობილობის გაფორმებას უკავშირდება.

წიქარიძის მტკიცებით, ლიპარტელიანისთვის მინდობილობის გაცემა ზეწოლის შედეგად მოხდა, რომელიც თენგიზ გოცირიძეზე საავადმყოფოში განხორციელდა.

სარაგბო კლუბ „წიქარას“ წარმომადგენლის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს სოსო ტყემალაძეს

ბატონო სოსო,

მიუხედავად ორჯერადი პირდაპირი კომუნიკაციისა, ამჯერად ეპისტოლარული და საჯარო მომართვის ფორმა ვამჯობინე, რადგან, ვფიქრობ, კითხვები, რომლებიც ბოლო პერიოდში რაგბის დიდ ოჯახში გაჩნდა, პასუხებს საჭიროებს. თუმცა, აქვე დავძენ, რომ წერილების წერა და ინტერვიუები ჩემი მოწოდება არ არის, მოედანზე, ბავშვების გარემოცვაში გაცილებით კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

პირდაპირ გეტყვით, რაგბის განვითარებისა და გაძლიერების თქვენეული ხედვები ჩემთვის (და არა მარტო), გარკვეულწილად, მისაღებია და საკამათოც; მეტიც, – საბავშვო რაგბი იმ პრიორიტეტად დაასახელეთ, რომელიც, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვა, რაგბის ძირი და საყრდენია, რაზეც სრულად გეთანხმებით. დიახ, ქართული სპორტის და, ამ შემთხვევაში, რაგბის წარმატება მომავალზე დგას, იმ გულანთებულ ბავშვებზე, რომლებიც „წიქარასა“ და სხვა  კლუბებში ფრთიანდებიან! იმ ბავშვებზე, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით შესციცინებენ თავიანთ აღმზრდელებს და „ისეთ ილეთებს აკეთებენ, როგორსაც დიდები ვერ ახერხებენ!“  იმ ბავშვებზე, რომელთა ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა გარკვეულწილად ვიტვირთეთ!

თერთმეტი წელია „წიქარელებს“, თაობათა მონაცვლეობით, ღირებულებათა თანაზიარობა გვაერთიანებს – ღირსება, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული ერთობა დიდ-პატარას შორის, ერთურთის გატანა და თანადგომა! დღეს კი რა ხდება? თავის დროზე ენთუზიაზმითა და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის მოტივაციით შექმნილი კლუბი სრულად დემორალიზებული და შეურაცხყოფილია იმ ვითარებით, რომელშიც მავანის ჩართულობით აღმოვჩნდით!

ყურადღებით მოვისმინე თქვენი ინტერვიუ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში და ყურებს არ დავუჯერე – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საოცარი სითბოთი საუბრობთ ადამიანზე, რომელიც მეორე დღეს ლამის სასიკვდილოდ (მორალურად თუ ფიზიკურად!) გაწირეს თქვენმა „კეთილისმსურველებმა!“ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ გკითხავთ – ვისი ნდობით აღჭურვილი პირია ნოდარ ლიპარტელიანი და რა ესაქმებოდა მას 24 თებერვალს, 12:15 საათზე გერმანულ ჰოსპიტალში? ვისი ხელდასმით დააორგანიზა სკაიპით მინდობილობის გაცემა პალატიდან, რომელშიც კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე იწვა?

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც სირცხვილის დერეფანში გასავლელად გაგწირეს?

ინტერვიუში ამბობთ, რომ ოპონენტებს ჰკითხეთ, ვინ აფათურებდა ხელს რეესტრის გადაწყევტილებაში, ხვალ იქნებ ჩემს წინააღმდეგაც აფათურონ ხელიო და დასაბუთება ვერ მიგიღიათ. რეესტრის გადაწყვეტილებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ რომ უკვე ხელებს აფათურებენ, კარგად გამოჩნდა იმ იურიდიულ სუბიექტებთან, რომლებსაც დეკლარირებული არ ჰქონდათ თქვენი მხარდამჭერობა. ეგებ გარემოცვაში მოიკითხოთ, როგორ მობილიზდა წარმოუდგენლად მოკლე დროში ის კლუბები, რომლებმაც კანდიდატად წარგადგინეს?

ქართველების ემოციების სიჭარბეზე საუბრობთ და დასძენთ, რომ ეძებთ სამომავლო სათანამშრომლო სივრცეს იმ კლუბებთან, რომლებიც, ჯერჯერობით, თქვენს მხარდამჭერებად არ მოიაზრებიან. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებმაც გაუგონარი შანტაჟის, ზეწოლის ფონზე მოგცეს ხმა? ეს სათანამშრომლო სივრცე ხომ იმთავითვე ჩარაზულია, რადგან, კარგად მოგეხსენებათ, შეშინებული, დამფრთხალი და ღირსებააყრილი კაცები ლელოს ვერასოდეს დადებენ!

ვერჩატარებული არჩევნების შემდეგ განაცხადეთ, რომ „ზეწოლა დიდი იყო. რამდენიმე დელეგატი გზაში შეჩერდა. იყო  ფიზიკური შეურაცხყოფაც, რასაც ვერ ვადასტურებთ“.

სამაგიეროდ, მე გიდასტურებთ, ბატონო სოსო, – იყო გაუგონარი ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა, რაც საავადმყოფოში, შეუძლოდ მყოფი ადამიანის იძულებაში გამოიხატა! და ამ ბინძურმა სვლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო – თენგიზ გოცირიძეს, კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრების 11 წელი რაგბის კლუბს და მომავალ თაობას მიუძღვნა, დღეს რაგბის ხსენებაც აღარ უნდა!!!

აღკვეთეთ რაგბის ერთიან ოჯახში დესტრუქციისა და გარე ძალების ჩარევის მცდელობა, რასაც კატასტროფამდე მიჰყავს ერთ დროს წარმატებული და საამაყო სპორტის სახეობა.

დაინტერესდით აღნიშნული პრობლემით, რომელშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოში მოქმედი ბევრი კლუბი აღმოჩნდა და რომლებზეც რაგბის არაკეთილმოსურნენი, ხელისუფლების სახელით, ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებენ. თქვენთვის ხომ „რაგბი სამშობლოა და არა მარტო თამაში და, თუ მართლა ამ დიდი სიყვარულით გადაეშვით ამ თამაშში’’, გამოიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და დაგვიბრუნეთ უფლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში, რაგბის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი თაობის აღზრდაში, რაც, უპირველესად, უსამართლობისა და ძალმომრეობის დაძლევით მიიღწევა!

პატივისცემით,

რაგბის კლუბ „წიქარას“ სახელით,

ნიკოლოზ წიქარიძე“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები ნიკოლოზ წიქარიძერაგბის კავშირისოსო ტყემალაძეწიქარა
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

PRIMESPORT

TOP-10 ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება

12 აპრილი, 2021

როცა მოედნიდან გავდიოდი ხალხი მისტვენდა და უშვერად მაგინებდა – შოთა არველაძის ისტორია

30 მარტი, 2021

მეცხრე კლასელი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა… – ნიკოლოზ ბასილაშილის ქველმოქმედების უცნობი ისტორია

15 მარტი, 2021

პოპულარული

  • ღმერთო ჩემო, ასე მარტივად?! – რუსი კომენტატორების რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (VIDEO)

    270 გაზიარებები
    გაზიარება 108 Tweet 68
  • თურქი კომენტატორის რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (VIDEO)

    260 გაზიარებები
    გაზიარება 104 Tweet 65
  • ყმაწვილკაცობიდან მსოფლიო რეკორდსმენამდე – ლაშა ტალახაძის პროგრესის ისტორია (VIDEO)

    214 გაზიარებები
    გაზიარება 86 Tweet 54
  • გიორგი ასანიძის რეაქცია შოთა მიშველიძის გამოსვლის დროს (VIDEO)

    339 გაზიარებები
    გაზიარება 136 Tweet 85
  • რუბინმა მილანს თანხა დაუსახელა – კვარაცხელია იტალიურ გრანდს უახლოვდება?!

    439 გაზიარებები
    გაზიარება 176 Tweet 110

რეკომენდირებული

ძალოსნობა

ყმაწვილკაცობიდან მსოფლიო რეკორდსმენამდე – ლაშა ტალახაძის პროგრესის ისტორია (VIDEO)

13 აპრილი, 2021
ძალოსნობა

თურქი კომენტატორის რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (VIDEO)

12 აპრილი, 2021
Nikoloz Basilashvili of Georgia reacts after losing a match point against Pablo Cuevas of Uruguay during day 6 of the ATP Cup tennis tournament at RAC Arena in Perth, Wednesday, January 8, 2020. (AAP Image/Gary Day) NO ARCHIVING, EDITORIAL USE ONLY ** STRICTLY EDITORIAL USE ONLY, NO COMMERCIAL USE, NO BOOKS **
ჩოგბურთი

შეწყვეტილი მონტე-კარლო – ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტიდან გავიდა

13 აპრილი, 2021

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • მსოფლიო ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
  • სხვა
    • ოლიმპიზმი
    • UFC
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In