10 გამარჯვება და 7 მარცხი. ასეთია ამ ეტაპზე „ინდიანა პეისერსის“ მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ გათამაშებაში.
კალათბურთის გულშემატკივრებს კი ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ, რომ ეს გოგა ბითაძის გუნდია. ქართველი ცენტრი, ინდიანაში უკვე მეორე სეზონია ირიცხება და თუ მწყობრშია და ტრავმა არ აწუხებს სათამაშო დროც სისტემატიურად ეძლევა.
ასე იყო ამჯერადაც. ნბა-ს მორიგ ტურში „ინდიანამ“ საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლა და 129:114 დაამარცხა. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კი გოგა ბითაძის ამბავი იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში პარკეტზე მეორედ გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების 21 წლის კალათბურთელს მწვრთნელმა სათამაშოდ 11 წუთზე ოდნავ მეტი მისცა და მანაც თავი 10 ქულით გამოიჩინა. გარდა მეტოქის კალათში ბურთის მოთავსებისა, სხვა კომპონენტებში ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციანტსაც არა უშავდა. გოგამ 2-2 მოხსნა-დაფარება მიითვალა.
მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ 28 იანვარს „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.