Radio Free Europe/Radio Liberty 14 წლის თურქმები ძიუდოისტის მკვლელობის შესახებ იუწყება, რომელსაც როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ტურნირზე წაგებაზე უარის თქმის გამოგაუსწორდნენ.
სულეიმან ტურსუნბაევის მშობლებმა განცხადება Youtube-ის საშუალებით გაავრცელეს. ,მათი განცხადებით, ის ქალაქ ბაჰერდენში ტურნირში გამარჯვებისთანავე გაიტაცეს და მოგვიანებით ნაცემი და უგონო მდგომარეობაში იპოვნეს, სამწუხაროდ ის რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოპოზიციური ონლაინ გაზეთის, თურქმენ ნიუსის ინფორმაციით, ტურსუნბაევმა უარი თქვა ტურნირის ორგანიზატორების ბრძანებაზე, რომ შეხვედრა ადგილობრივი სამხედრო სკოლის აღსაზრდელი მეტოქის წინააღმდეგ დაეთმო.
ტურნირის შემდეგ ასევე მის მწვრთნელს სცემეს. საზღვარგარეთის ოპოზიციური ჯგუფები მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გეგმავენ, ხოლო ტურსუნბაევის მშობლები ქვეყნის პრეზიდენტს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
როგორც მოგეხსენებათ, თურქმენეთს ადამიანის უფლებების ფართო დარღვევების რეპუტაცია აქვს. ამ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრა და თავისუფალი პრესის არარსებობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.